skip to content
ახალი ამბები

დავითაშვილს და ტყეშელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკუთარი განცხადების საფუძველზე 133 ხმით 1–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კონსერვატორების ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის კობა დავითაშვილისათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას.


კობა დავითაშვილი, რომელიც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს კენჭისყრას და გლდანის მაჟორიტარული ოლქიდან თბილისის მერობისათვის ბრძოლას გეგმავს.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმის გამო, რომ კობა დავითაშვილს საარჩევნო რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნოდა, პარლამენტი რიგგარეშედ სწორედ ამ მიზეზით შეიკრიბა. 


პარლამენტმა დღესვე შეუწყვიტა უფლებამოსილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ტყეშელაშვილს, რომელიც მინისტრად 24 ივლისს მთავრობის მთლიან შემადგენლობასთან ერთად დაამტკიცეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button