skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პენსიების გაზრდაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან საქართველოს ყველა რეგიონში პენსიების გაცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც 5 ოქტომბრის შემდეგ არჩეულმა ადგილობრივმა თვითმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ცენტარლური ხელისუფლების დახამრებით.  
 
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი იწონებს თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივას დედაქალაქში პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას და განაცხადა, რომ ეს ”სამართლიანი სისტემაა.“


პრეზიდენტის განცხადება ტელევიზეიბმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.


განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმისთვის რომ რეგიონებში ანალოგიური სისტემა ამოქმედდეს საჭიროა ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში ”არა მოლაყბეებმა” არამედ ისეთმა ხალხმა გაიმარჯვოს, როგორიც თბილისის ხელისუფლებაშია.
 
„მეორეს მხრივ არ არის სწორი, რომ მხოლოდ თბილისში იზრდება პენსიები. ჩვენ ყველანაირად ხელს შეუწყობთ ადგილობრივ მმართველობებს, რომელიც მოვლენ ამ არჩევნების [5 ოქტომბერი] შემდეგ… როგორც ეს მოახერხა თბილისმა რომ გამონახოს რესურსები [პენსიის გასაზრდელად]. ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ადგილობრივმა მართველობამ რომლებიც მოვა – იმედია რომ დაკომპლექტდება კარგი ხალხით და არა მოლაყბე ელემენტებით – გააკეთოს იგივე. კარგი ხალხით დაკომპლექტებული ადგილობრივი მმართველობები შეძლებენ ამას ჩვენი დახმარებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
„მე მთლაიანდ მხარს ვუჭერ უგულავას გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც ყველანაირად წავახალისებთ რომ უახლოეს მომავალში იგივე გადაწყვეტილებები ახალმა ადგილობრივმა თვითმართველობებმა თავის რეგიონში გაატარონ. ეს შეძლო თბილისმა, შეძლო რადგან აქ არის კონსოლიდირებული ხელისუფლება. ასეთი ხელისუფლებები უნდა ჩამოყალიბდეს ყველგან, რათა მათაც შევაძლებინოთ და დავეხმაროთ“, – დასძიან პრეზიდნეტმა.
 
უგულავას განცხადებით,  1 სეტმებრიდან 108 ათასი პენსიონერი პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღებს.
 
ხუთ წლამდე სტაჟის მქონე 85 ათასი პენსიონერი – 40 ლარს; 5-დან 15 წლამდე სტაჟის მქონე 5 ათასი პენსიონერი – 42 ლარს; 15-დან 25 წლამდე სტაჟიანი 30 ათასი პენსიონერი – 45 ლარს , ხოლო 25 წლის ზევით სტაჟის მქონე 65 ათასი პენსიონერი 48 ლარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button