ახალი ამბები

კოდორის ხეობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს კოდორის ხეობაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ასევე უმოკლეს პერიოდში დაგეგმილია „სახალხო ბანკის“ ფილიალის გახსნაც.
 
სამინისტროს წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიალს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და „სახალხო ბანკის“ წარმოამდგენლები დაესწრნენ.
 
სოფელ აჟარაში დაწყებულია მთავრობის მიერ გამოყოფილი 20-მდე კოტეჯის მონტაჟი, რომლის ერთ ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოები განთავსდება.
 
აჟარაში „საქართველოს რკინიგზის“ დაფინანსებით შენდება შენობა, სადაც ბანკი და კინოთეატრი განთავსდება.
 
სოფელ პტიშსა და ომარიშარაში მუნიციპალური ფონდი ორ დაწყებით სკოლას აშენებს. აჭარის მთავრობის დაფინასებით ორი სკოლის მშენებლობაა დაწყებული სოფელ გენწვისში, ხოლო  ომარიშარაში ენერგეტიკის სამინისტრო 250 მგვტ-ი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურს აშენებს. 
 
შემოდგომას დაიწყება ჭუბერი-საკენის გზის მშენებლობა რომელიც დაახლოებით 7 მლნ ლარი დაჯდება. გზის მშენებლობის სრულად დასრულება 2007 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button