ახალი ამბები

სოხუმი კოდორში რუსი სამშვიდობოების გარეშე მონიტორინგის ჩატარების წინააღმდეგია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო სამქეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ქართული მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით კოდორის ხეობის ზემო ნაწილში მონიტორინგის რუსი სამშვიდობოების გარეშე  ჩატარების თაობაზე, – იუწყება რია ნოვოსტი 22 აგვისტოს.


ქართული მხარე კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების მიერ მონიტორინგის განხორციელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ამ პროცესში რუსი სამშვიდობოების ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაეროს დამკვირვებლების და რუსი სამშვიდობოების ერთობლივი მონიტორინგის ჩატარების პირობა 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტშია ჩადებული.


„აფხაზეთი არაერთხელ აცხადებდა, რომ კოდორის ხეობის პატრულირება შესაძლებელია მხოლოდ დსთ-ს სამშვიდობო ძალების და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button