skip to content
ახალი ამბები

სამშვიდობოებმა და გაეროს დამკვირვებლებმა ქვემო კოდორის ხეობის მონიტორინგი დაიწყეს

15 აგვისტოს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქვემო კოდორის ხეობის ერთობლივი პატრულირება დაიწყო, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“. 


„ერთობლივი პატრულირების ჯგუფში შედიან დსთ-ს სამშვიდობოები და გაეროს სამხედრო დამკვირვებლები“, – განუცხადა „ინტერფქასს“ დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა ვლადიმერ ანიკინმა.


მისი თქმით, პატრულირების ჯგუფთან ერთად ასევე იმყოფებიან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც.


ზემო კოდორის ხეობაში მონიტორინგის განხორციელებას გაეროს დამკვირვებლები 20 აგვისტოდან შეძლებენ. თბილისი დაჟინებით ითხოვდა პარალელურად ქვემო კოდორის ხეობის მონიტორინგის განხორციელებასაც.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button