skip to content
ახალი ამბები

წალკას რუსული სამხედრო ტექნიკა ტოვებს

დღეს წალკიდან აზერბაიჯანისკენ 15 ვაგონიანი ეშელონი გავიდა, რომელიც  ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზიდან გამოტანილი სამი ტანკით T-72, ერთი ტანკით T-34, ექვსი BRDM-2, სამი BTC-4 და 100 ტონა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით იყო დატვირთული.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 17 აგვისტოს საქართველოს რუსული სამხედრო ტექნიკის კიდევ ერთი ნაწილი დატოვებს. ამჯერად ორ დღეში ახალქალაქის ბაზიდან გიუმრისკენ ბოლო კოლონა გავა. 22 ოქტომბერს კი წალკა-აზერბაიჯანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მორიგი ეშელონი დაიძრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button