ახალი ამბები

სააკაშვილი ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, იმ ფონზე როცა „დიდი ძალები ემბრძვიან“ საქართველოს.

 

პრეზიდნეტის თქმით, დღეისათვის საქართველო ორ ნაწილად იყოფა, ხალხი, რომელიც დამკვირვებლის პოზიციაში იმყოფება და ხალხი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საქმეში.

 

„ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ძალიან დიდი ძალები გვებრძვიან, ამიტომ თითოეული ქართველი უნდა გაერთიანდეს, თითოეულმა ადამიანმა უნდა მონახოს შინაგანი ძალა იმისათვის, რომ დაამარცხოს ის, ვინც ჩვენ ყველაზე მეტად გვიპირისპირდება… ყველანი უნდა ჩავებათ ამ ფერხულში და ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 12 აგვიტოს შიდა ქართლში ვიზიტის დროს.

 

12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გორში მშენებარე სამხედრო ჰოსპიტალიც მოინახულა. ჰოსპიტალი 250 კაცზეა გათვლილი და ის მოემსახურება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს. სამშენებლო სამუშაოები უმოკლეს დროში უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button