skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოლაპარაკებების საგანი ვერ იქნება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოლაპარაკებების საგანი ვერ გახდება, იუწყება „ინტერფაქსი“ 14 აგვისტოს.


„ომის დროს, რომელიც ზუსტად 14 წლის წინ დაიწყო, ჩვენმა ხალხმა დაიცვა თავისი უფლება დამოუკიდებლობისადმი და დაამტკიცა თავისი არჩევანი რეფერენდუმზე”, – განაცხადა ბაღაფშმა.


მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს.


  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button