skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი კოდორში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს კოდორის ხეობის სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარება პირად კონტროლზე აჰყავს და აცხადებს, რომ სამუშაოები ზამთრის დადგომამდე, სექტემბრის თვისთვის უნდა დასრულდეს.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ხოებაში ყველა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, კოდორის ხეობაში უნდა გაკეთდეს გზები, აეროდრომი, შერემონტდეს სკოლები და საავადმყოფოები. კოდორის ხეობის მოსახლეობას უკვე ურიგდება ჰუმანიტარული დახამრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button