skip to content
ახალი ამბები

მერაბ ანთაძე მოსკოვში გაემგზავრა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დღეს დილით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 17-18 აგვისტოს დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახური.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის არის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროგრამის შემუშავებისთვის ერთობლივი ჯგუფის მუშაობის დაწყება; კონფლიქტის მხარეთა  სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი მუშაობა;  კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია და დემილიტარიზაციის დაწყება; ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესის დაწყება. 


მოსკოვში ვიზიტის დროს ასევე არ გამოირიცხება, რომ მერაბ ანთაძემ შსკ-ს გარდა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გამართოს.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button