skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი ვლადიკავკაზთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იური მოროზოვი 8 აგვისტოს ვლადიკავკაზში იმყოფება, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელს ალექსანდრე მერკულოვს ხვდება, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ინფორმაციით, ინტეგრაციის პროცესი ჩრდილოეთ ოსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს შორის ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდა.


“ფაქტიურად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყველა სამინისტრო და სტრუქტურა მუშაობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებსა და სტრუქტურებთან მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის – ალანიას მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე მერკულოვი ცხინვალს ორჯერ ესტუმრა, რათა პირადად გაცნობოდა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებების განხორციელების მსვლელობას“, –ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 8 აგვისტოს.     



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button