skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარეს შეხვდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დღეს თბილისში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარეს იური პოპოვს შეხვდა. 


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება და სამშვიდობო პროცესის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.


4 აგვიტოს დაგეგმილია იური პოპოვის ცხინვალში ვიზიტი.


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, შსკ–ს სხდომა სავარაუდოდ აგვისტოს პირველ ნახევარში გაიმართება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button