skip to content
ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებელთა მისია ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში მოუწოდა ქართულ და აფხაზურ მხარეებს “დაუყოვნებლივ გამართონ კონსტრუქციული დიალოგი სამშვიდობო პროცესის არსებული მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები და რიტორიკა, რომლებიც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“.


მისიის განცხადებით, მიუხედავად არსებული შეთანხმებისა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომის 2 აგვისტოს სოხუმში გამართვის თაობაზე, “სხდომა ბოლო წუთს გადაიდო, რადგანაც მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას შეხვედრის მონაწილეთა სიასთან დაკავშირებით“.


აფხაზეთის მხარემ თბილისი დელეგაციის შემადგენლობის შეცვლაში დაადანაშაულა, მაშინ როცა ქართულმა მხარემ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ დელეგაციის შემადგენლობა სოხუმისთვის მხოლოდ საბაბი გახდა სხდომაზე უარის თქმისათვის. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button