ახალი ამბები

სოხუმი ჭუბურხინჯის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 28 ივლისს დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ჭუბურხინჯის ყოველკვირეულ მოლაპარაკებებში ქართული და აფხაზური მხარეები, ასევე რუსი სამშვიდობოები და გაეროს დამკვირვებლები მონაწილეობენ, რომლის დროსაც კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები განიხილება.


“აფხაზური მხარე არ აპირებს მოლაპარაკებები გამართოს ამ ოთხმხრივი სხდომების ფარგლებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად, რომელშიც ასევე შედიან „აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური მთავრობის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა რუსლან ქიშმარიამ.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ჭუბურხინჯში ქართულ დელეგაციაში ლეგიტიმური მთავრობის ომის პერიოდში დისკრედიტირებული წარმომადგენლები შედიოდნენ.


“ჩვენ ასეთი ფორმატი არ გვაკმაყოფილებს და ჩვენ არ ვაპირებთ ველაპარაკოთ “ავტონომის წარმომადგენლებს”, – დასძინა ბაღაფშმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ივლისს განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჭუბურხინჯის სხდომებში.


აფხაზურმა მხარემ დაგმო თბილისის გადაწყეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზემო კოდორის ხეობაში გადაყვანის თაობაზე და დაიმუქრა, რომ შეეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას “ნებისმიერი, მათ შორის დიპლომატიური და ძალისმიერი, გზით“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button