ახალი ამბები

პროკურატურამ კვიციანის წინააღმდეგ საქმე აღძრა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ემზარ კვიციანის მიმართ, რომელიც ამჟამად კოდორის ხეობაში სამართალდამცავებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, სისხლის სამართლის საქმე აღძრა იარაღის უკანონო ტარებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მუხლებით.


“უახლოეს მომავალში მას წარედგინება ბრალი სახელმწიფოს ღალატში, რაც გამოიხატება ამბოხებასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფაში…უკვე გამოცხადებულია მისი ძებნა“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ 26 ივლისს.


ემზარ კვიციანმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა 22 ივლისს გამოუცხადა. მან ამის მოტივად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები დაასახელა, რომელიც, მისი ინფორმაციით, კოდორის შეიარაღებული ჯგუფის “მონადირის“ განიარაღებას აპირებდა. 23 ივლისს კი კვიციანმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომა მოითხოვა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button