ახალი ამბები

კემულარია: სპეცოპერაცია კოდორში დღეს უნდა დასრულდეს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს “სახელმწიფოს წინააღმდეგ“ მიმართული აქცია უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ემზარ კვიციანისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართული პოლიციური სპეცოპერაცია დღეს დასრულდება.


ამის შესახებ კემულარიამ მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც კოდორში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას სწორედ ამ პუქტიდან ცდილობენ.


“ოპერაცია მიმდინარეობს გემიურად, პროფესიონალურ დონეზე მინიმიზებული ნეგატიური შედეგებით“, – განაცხადა კემულარიამ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს “საამაყო“ პოლიცია ჰყავს.

თუმცა უშიშროების საბჭოს მდივანმა მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.


მან ასევე უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს ემზარ კვიციანი პოლიციასთან შეტაკებისას დაიჭრა.


 


 



This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button