skip to content
ახალი ამბები

აფხაზური ინფორმაციით, კოდორში სროლები არ არის

რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა სერგეი ჩაბანმა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა განაცხადეს, რომ კოდორის ხეობაში სროლებს ადგილი არ ჰქონია, იტყობინება “აფსნიპრესი“ 25 ივლისს.


ჩაბანის განცხადებით, მხოლოდ “რამდენიმე გასროლა“ გაისმა. სოსნალიევის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ხეობაში დაძაბულია, შეიარაღებულ დაპირისპირებას იქ ადგილი არ ჰქონია. 


საქართველოს ხელისუფლებამ 25 ივლისს საღამოს განაცხადა, რომ კოდორის ხეობის ზედა ნაწილში პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს ჯგუფ “მონადირის“ წინააღმდეგ, რომელსაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button