skip to content
ახალი ამბები

კოდორიდან დაჭრილების შესახებ ვრცელდება ცნობები

კოდორის ხეობიდან, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სპეცოპერაცია მეამბოხე გასამხედროებული დაჯგუფება “მონადირის“ წინააღმდეგ, ოთხი დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები დღეს დილით.


რადიო “იმედის“ ცნობით, დაჭრილთაგან ორი სამართალდამცველია.


ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ოპერაცია ხეობაში კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა სხვა კომენტარისგან თავს იკავებენ.


ამასობაში, რუსული საინფორმაციო საშუალებები რუს სამშვიდობო ძალებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ თბილისმა ხეობაში დამატებითი 300-კაციანი დანაყოფი გაგზავნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button