ახალი ამბები

ცხინვალი კონფლიქტის ზონაში “უკანონო” ფრენებზე ინფორმაციას ავრცელებს

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საჰაერო სიცრცეში საქართველოს სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების “უკანონო” ფრენები.


ამავე ინფორმაციით, 24 ივლისს დილით ადრე სამხედრო ვერტმფრენმა კონფლიქტის ზონას ჯავას მიმართულებით გადაუფრინა, რასაც მოყვა იგივე მიმართულებით დაახლოებით შვიდი თვითმფრინავის გადაფრენა.


23 ივლისს რუსეთის სამშვიდობო საგუშაგოებმა დააფიქსირეს სამხედრო თვითმფრინავების და სამი ვერტმფრენის გადაფრენა კონფლიქტის ზონის თავზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button