skip to content
ახალი ამბები

სოხუმი ხაინდრავას გათავისუფლებას ეხმაურება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელმძღვანელობის განცხადებით, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგის ხაინდრავას გადაყენება ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებათა პროცესზე არ აისახება, იუწყება 21 ივლისს “აფსნიპრესი“.


“ვფიქრობ, რომ ეს არ აისახება მოლაპარაკებათა პროცესზე. ვინც არ უნდა დანიშნონ, მთავარია, რომ მისი საქმინობა იყოს კონსტრუქციული და მოლაპარაკებათა პროცესი არ ჩაიშალოს“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა.


მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში არ გაზრდის საომრად განწყობილი კადრების რაოდენობას, თუმცა დასძინა, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილება საქართველოს ხელისუფლების საშინაო საქმეა.


გიორგი ხაინდრავას საქართველოს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე შეცვლის.


“პრინციპულ განსხვავებას ანთაძესა და  ხაინდრავას შორის ვერ ვხედავ. თუმცა ის ხაზი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ჩემი აზრით, არაკონსტრუქციულია“, – განაცხადა სერგეი შამბამ.


აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ჩაშლილ ვიზიტზე მოსკოვში, სადაც 21–22 ივლისს დსთ–ს არაფორმალური სამიტი იმართება.


“სამიტში არ მონაწილეობა – არაკონსტრუქციული ნაბიჯია, რადგანაც უამრავი საკითხი დაგროვდა [რუსეთ–საქართველოს შორის], რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას“, – განაცხადა ბაღაფშმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button