ახალი ამბები

ჩოჩიევი გმობს ხაინდრავას თანამდებობიდან გათავისუფლებას

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მხარეს წარმოადგენს ოთხმხრივ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ), 21 ივლისს დაგმო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას თანამდებობიდან გათავისუფლება.


“ხაინდრავას გადაყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ნამდვილად ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. გიორგი ლევანოვიჩი [ხაინდრავა] მამაცურად იცავდა ქართული მხარის ინტერესებს ყველა შეხვედრაზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვჯეროდა, რომ ის კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების წინააღმდეგი იყო“, – განუცხადა ჩოჩიევმა “რუსთავი 2“-ს სატელეფონო საუბარში.


გიორგი ხაინდრავას, რომელიც დღეს გაათავისუფლეს თანამდებობიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე შეცვლის. 


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button