ახალი ამბები

ბარამიძე: იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს MAP-ში ჩართვას

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელიც იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, გაზეთ „24 საათს“ განუცხადა, რომ ნოემბერში რიგაში დაგეგმილ სამიტზე იტალია მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP).


„ძალიან მნიშვნელოვანია ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი პოზიციების გაძლიერება. [იტალიის] თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა და პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეებმა დაადასტურეს, რომ იტალია ღიად დაუჭერს მხარს საქართველოს MAP-ში ჩართვას“, – განაცხადა ბარამიძემ 15 ივლისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button