ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ ოსეთში დამატებითი ტექნიკის შეყვანას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას ცხინვალის რეგიონში სამხედრო ტექნიკის შეტანასთან დაკავშირებით, იუწყება “ინტერფაქსი“ 14 ივლისს.


“ქართული მხარის მტკიცება სამხრეთ ოსეთში სამხედრო ტექნიკის გადასროლასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება. სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის სამხრეთ ოსეთში გადასროლაზე არც კი შეიძლება იყო საუბარი“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ სედოვმა.


ცხინვალის რეგიონში 20 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკის შეყვანის თაობაზე განცხადება დღეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ გააკეთა, თუმცა დასძინა, რომ ეს ინფორმაცია ზუსტდება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button