
ახალი ამბები
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები დევნილთა საკითხებზე სოხუმში იმართება
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დევნილთა საკითხებზე 11 ივლისს სოხუმში გაიმართება.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ აფხაზეთში იძულებით ადგილნაცვალთა და ლტოლვილთა ორგანიზებული დაბრუნების, ასევე მათი უსაფრთხოების საკითხებს.
საქართველოს დელეგაციას შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს.
უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 ივნისს გალში გაიმართა, ხოლო საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრა 14 ივლისს თბილისშია დაგეგმილი, იტყობინება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური.
This post is also available in: English Русский