ახალი ამბები

“რუსთავი 2“-ს გენდირექტორი ხოფერიას განცხადებას უპასუხებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა 7 ივლისს განაცხადა, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე პოლიტიკური თოქ-შოუს “თავისუფალი თემის“ წამყვანის ეკა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით პარასკევს პრესკონფერენციას მოიწვევს.


ეკა ხოფერიამ 6 ივლისს გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი ტოვებს “რუსთავი 2“-ს, რადგან მიუღებელია მასზე ზეწოლის მცდელობები. 6 ივლისის გადაცემის განხილვის თემას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე წარმოადგენდა. ამ განცხადების შემდეგ თოქშოუ შეწყდა. ხოფერიას მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button