skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში მერაბიშვილი–მინძაევის შეხვედრის დეტალებს ათანხმებენ

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ცხინვალში იმყოფება, სადაც საქართველოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის და დე ფაქტო შს მინისტრის მიხეილ მინძაევის შეხვედრის დეტალებს ათანხმებენ, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შედგება.


სახელმწიფო მინისტრის აპარატში “სივილ ჯორჯიას“ ასევე აცნობეს, რომ სავარაუდოდ, დღესვე გაირკვევა მერაბიშვილი–მინძაევის შეხვედრის ზუსტი დრო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button