skip to content
ახალი ამბები

საქართველო ტრანსკასპიური ნავთობსადენის პროექტს უჭერს მხარს

20 ივნისს ევრაზიის ენერგოუსაფრთხოებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენერგორესურსების ახალი სატრანზიტო მარშრუტების აქტიური განვითარებისკენ მოუწოდა.


მან ხაზი გაუსვა ტრანსკასპიური და შავი ზღვის ფსკერზე ნავთობსადენების პროექტების განვითარების მნიშვნელობას, რომელთა საშუალებითაც მოხდება ცენტრალური აზიიდან ენერგომატარებლების ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებზე კავკასიისა და უკრაინის გავლით.


კონფერენციაში “ევრაზიის ენერგოუსაფრთხოება – ბაზარზე გასვლა და საინვესტიციო პოლიტიკა“, რომელიც თბილისში 20–21 ივნისს იმართება, მონაწილეობას იღებენ აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას, თურქეთის, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, ასევე BP–ის, Shell–ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button