ახალი ამბები

ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობა უფრო გაწონასწორებული გახდება.


“გამოვდივართ რა შეხედულებიდან, რომ საჭიროა მუშაობა და არა მიკროფონების საშუალებით ყველაფრის შეცვლის და პრობლემის ერთ საათში დარეგულირების მოთხოვნა, ვიმედოვნებთ, რომ სანკტ–პეტერბურგის კონსტრუქციული, ღია საუბარი მიგვიყვანს გაგებამდე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროების და სხვა უწყებების დონეზე მოსალოდნელი კონტაქტების დროს, რომ ჩვენ შეგვეძლება გავიდეთ გაწონასწორებულ, ორივე მხარის ინტერესების შესაბამის და კონფლიქტების დარეგულირებისაკენ მიმართულ მიდგომებამდე“, – იუწყება 16 ივნისს “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ალმა–ატაში ვიზიტად მყოფმა ლავროვმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის მიმართ კონფლიქტების მოგვარების შეგნებულად შეფერხების თაობაზე, რაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პრობლემებს წარმოშობს, “უსაფუძვლოა”.


ლავროვის განცხადებით, თბილისი იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტების მოგვარების არსებულ მექანიზმებში გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია.


“ამიტომ, როცა ჩვენ გვესმის მოწოდებები სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის თაობაზე და ეს ყველაფერი შეთანხმებების დარღვევისა და თბილისის უარის ფონზე ხდება მოაწეროს ხელი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე განცხადებას, არ შეიძლება ეს ჩვენი მხრიდან განიხილებოდეს, როგორც კონფლიქტის მოგვარების რეალური სურვილი“, – დასძინა ლავროვმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button