skip to content
ახალი ამბები

ენერგოობიექტების პრივატიზაციის შედეგები დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო სამი ელექტროგამანაწილებელი კომპანიის და ექვსი ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაციის პროცესის შედეგებს 16 ივნისს საღამოს გაახმოვანებს.


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, “ძალიან დიდი დაინტერესებაა“ ამ ობიექტების შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტრო, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე, დაინტერესებული კომპანიებს და არც მათ რაოდენობას არ ასახელებს.


მთლიანად ობიექტების საერთო საწყისი ფასი 119 მილიონი აშშ დოლარი იქნება. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში წარმოდგენილია:
 
“საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” – 30 000 000 აშშ დოლარი;
“აჭარის ენერგოკომპანია” – 5 000 000 აშშ დოლარი;
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია”  – 2 000 000 აშშ დოლარი;
“ლაჯანურჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 112.5 მვტ. საპრივატიზაციო ფასი – 26 000 000 აშშ დოლარი;
“რიონჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 48 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“გუმათჰესების კასკადი“- დადგმული სიმძლავრე – 66.5 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“შაორჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 38.4 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 12 000 000 აშშ დოლარი;
“ძევრულჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 80 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 14 000 000 აშშ დოლარი;
“აწჰესი“- დადგმული სიმძლავრე – 16 მვტ.- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი – 4 000 000 აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button