skip to content
ახალი ამბები

რუსეთი დონორთა მორიგი კონფერენციის მოსკოვში ჩატარების წინადადებით გამოდის

მოსკოვი მიესალმება ბრიუსელში 14 ივნისს ეუთოს ეგიდით გამართულ დონორთა კონფერენციას, სადაც ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის 7,9 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი გადაწყდა და აცხადებს, რომ მზად არის ამ მიზნით დამატებით 3 მლნ ევრომდე გამოყოს, რაც ეუთოსთან კოორდინაციით დაიხარჯება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციისაკენ მიმართული კოლექტიური ძალისხმევა ხელს შეუწყობს თბილისსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში წინსვლას.


რუსული მხარე აღნიშნავს რა, რომ ბრიუსელის კონფერენცია საერთაშორისო დონორების აქტიურობის თვალსაზრისით პირველი ნაბიჯი იყო, გამოდის წინადადებით ანალოგიური მუშაობის მოსკოვში გაგრძელების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button