skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმება პუტინი-სააკაშვილის შეხვედრას

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 14 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სანკტ-პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებები “არის შემობრუნების წერტილი“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, იტყობინება “როიტერი“.


“მათ გულწრფელი მოლაპარაკებები გამართეს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც საჭირო იყო და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შემობრუნების წერტილი“, – განაცხადა სემნებიმ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გააფრთხილა საქართველო “ფრთხილად იყოს, რომ მისმა მილიტარისტულმა განწყობამ საფრთხე არ შეუქმნას ნდობის აღდგენას“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button