skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

დღეს საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ქონების რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.


კანონპროექტი აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას სურვილის შემთხვევაში თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე და ამტკიცებს მათ უფლებას საკუთრებაზე. ამ პროცესებს, კანონპროექტის მიხედვით, კურირებას საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების მიერ დაკომპლექტებული18–კაციანი მიუკერძოებელი კომისია გაუწევს.


კონფლიქტის მსხვერპლთა კომპენსაციების ძირითად ნაწილს ბიუჯეტი დაფარავს, ნაწილი კი სპეციალური ფონდიდან დაფინანსდება, სადაც შენატანებს ადგილობრივი და უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირები გაიღებენ.


დეპუტატების განცხადებით, მეორე მოსმენამდე კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და კონფლიქტის მხარეებს შორის შეჯერდება და საბოლოოდ ოპტიმალური ვარიანტი იქნება მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button