
ახალი ამბები
ავტოავარიაში ფინანსური პოლიციის უფროსი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი, მისი მეუღლე, პირადი დაცვა და მძღოლი დაშავდნენ. ამ დროისათვის დაზარალებულები ქუთაისის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
ავტოავარია 4 ივნისს, იმერეთში, სოფელ იანეთთან მოხდა, მაშინ როცა ფინანსური პოლიციის უფროსის მანქანას მოპირდაპირე მხრიდან მომავალი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მეორე მანქანაში მსხდომი ორი ადამიანი – მძღოლი და 3 წლის ბავშვი ადგილზევე დაიღუპნენ, ასევე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დანარჩენი ოთხი მგზავრი, რომელთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)