ახალი ამბები

გიორგაძის “სამართლიანობა“ კოკოითთან დიალოგს ცდილობს

იგორ გიორგაძემ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება, დაავალა მისი პარტია სამართლიანობის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელს ჯემალ გოგიტიძეს დაიწყოს დიალოგი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, რათა დაჩქარდეს კონფლიქტის მოგვარება სახალხო დიპლომატიის გზით, იტყობინებოდა 30 მაისს “ინტერფაქსი“.


“ამით იგორ გიორგაძე აპირებს ჩაშალოს [საქართველოს ხელისუფლების] გეგმები სიტუაცია სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს“, – ნათქვამია პარტია სამართლიანობის განცხადებაში.


განცხადება ასევე გმობს 27 მაისს ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტს და ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს.


25 მაისს “რუსთავი 2“–ის თოქ–შოუში საუბრისას იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ ქართველებმა არჩევნებში მხარი უნდა დაუჭირონ მის პრორუსულ პარტიას იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button