skip to content
ახალი ამბები

რუსი სენატორი “ოთხი სპიკერის“ შეხვედრის განახლების ინიციატივით გამოდის

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი 28 აპრილს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეების რეგულარული შეხვედრების განახლების ინიციატივით გამოვიდა. 


“მე ეს საკითხი ჩემს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან განვიხილე და ისინი მიესალმნენ [ამ ინიციატივას]. იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძეც არ იქნება წინააღმდეგი“, – განუცხადა სერგეი მირონოვმა ჟურნალისტებს.


ოთხი პარლამენტის თავმჯდომარეების ბოლო შეხვედრა 2005 წლის სექტემბერში მოსკოვში გაიმართა.


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა უარი თქვა ნინო ბურჯანაძესთან 28 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე. ნინო ბურჯანაძე სანკტ–პეტერბურგში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიბებში იღებს მონაწილეობას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button