skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკელებმა ვალერი გელაშვილის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

დღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა და ასევე კონსერვატორმა დეპუტატმა კახა კუკავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, სადაც მოითხოვენ ვალერი გელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას და პარლამენტის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას.


ხაშურის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის ყოფილ წევრს, რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილს დეპუტატობასთან სამეწარმეო საქმიანობის შეთავსების მოტივით, რაც კანონით იკრძალება, უფლებამოსილება 31 მარტს მოუხსნა.


პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.

დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო სამსახურმა დაიწყო შემოწმება და დალუქა სამშენებლო კომპანია “ევრას” აქტივები. ამ კომპანიის მფლობელი ვალერი გელაშვილია.

ოპოზიციამ უკვე შეაფასა ხელისუფლების ეს ნაბიჯი, როგორც გელაშვილის შევიწროვების გაგრძელება. “ევრას” მენეჯერის ცნობით, კომპანიამ საქართველოში უკვე განახორციელა 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button