ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებოს კომისიის დასკვნას აპროტესტებს

დღეს საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ დეპუტატების ბიზნეს-ინტერესების შემსწაველელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფიქრია ჩიხრაძემ, გია ცაგარეიშვილმა და კახა კუკავამ საგანგებო პრეს–კონფერენციაზე მოუწოდეს კომისიის ხელმძღვანელობას არ გაიტანოს საბოლოო დასკვნა 17 თებერვლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.


საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ დეპუტატების ბიზნეს-ინტერესების შემსწაველელი დროებითი საგამოძიებო კომისიია 4 თვის წინ შეიქმნა დეპუტატ კობა ბექაურის საბაჟო ტერმინალთან კავშირის დადგენის მიზნით. რამდენიმე დღის წინ კომისიამ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვა, რომლის მიხედვითაც ბექაურის კავშირი “ოპიზასთან“ არ დასტურდება. დასკვნაში ნათქვამია, რომ ბექაური არ ეწევა დეპუტატისათვის შეუთავსებელ საქმიანობას.


“არ ვეთანხმებით მოხსენებას, რადგან ის მთლიანად ბექაურის ინტერესებზეა აგებული“, – განაცხადა დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე ფიქრია ჩიხრაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“.


ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, კომისიამ დასკვნა ნაჩქარევად მიიღო იმის გამო, რომ კომისიის უფლებამოსილება აღარ გაგრძელებულიყო და გამოძიების პროცესში აღმოჩენილი ახალი გარემოებები არ გახმაურებულიყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button