ახალი ამბები

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაა მოსალოდნელი

„თელასის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ფანცულაიამ 26 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ საქართველო ამჟამად აზერბაიჯანიდან 40 მეგავატ ელექტროენერგიას იღებს და ამ რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.  


„ამჟამად, აზერბაიჯანიდან 40 მეგავატ ელექტროენერგიას ვიღებთ, რამაც საშუალება მოგვცა ელექტროენერგია სასიცოცხლო ობიექტეს მივაწოდოთ. ჩვენ ველით აზერბაიჯანიდან ელექტროენეერგიის 100 მეგავატამდე გაზრდას“, – განაცხადა მან.


„ასევე ველით დამატებითი 30 მეგავატის მიღებას აზერბაიჯანიდან. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსული ენერგოკომპანია „რაო ეეს“-ი დაგვპირდა, რომ გაუზრდის ელექტროენეერგიის მიწოდებას აზერბაიჯანს, რათა ამ უკანასკნელმა  საქართველოს ელექტროენერგია მიაწოდოს“, – განაცხადა ფანცულაიამ.


„მას შემდეგ, რაც მე-4 ელექტროგენერატორი ჩაირთო, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა დამატებითი 40 მეგავატი გამოგვემუშავებინა და ახალა ელექტროენერგია მიეწოდება ვაზისუბანს და ვარკეთილს“, – განაცხადა მან.


მისი თქმით, პირველ რიგში ელექტროენერგია იმ უბნებს მიეწოდებათ, სადაც გაზი არ არის. ამჟამად, თბილისის მომხმარებელთა 40%-ზე ნაკლებს მიეწოდება გაზი.


აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, თბილისის ჩათვლით 26 იანვარს ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ მომხდარი ავარიის შედეგად გაითიშა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button