skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთს გაზსადენის აღდგენაში დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის დაეხმაროს რუსეთს ჩრდილოეთ ოსეთში აფეთქების შედეგად დაზიანებული გაზსადენის აღდგენაში.


“გვეუბნებოდნენ [რუსული მხარე], რომ გუშინ გაკეთდებოდა [გაზსადენი]; ეხლა გვეუბნებიან, რომ შეიძლება კიდევ რაღაც პერიოდი ვერ გააკეთონ. ჩვენი სპეციალისტები იქ არ შეუშვეს,” განაცხადა სააკაშვილმა.


„ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს, რომ ჩვენი სპეციალისტები დაუშვან იქ და ჩვენ დავეხმარებით მათ ამ გაზსადენის უფრო ჩქარა აღდგენაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მობილიზება გაუკეთოს ყველა შიდა რესურსს და მაქსიმალურად შეაკავოს ამ კრიზისით გამოწვეული დარტყმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button