skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ბრიუსელში თავის ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 იანვარს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა თავის ესპანელ კოლეგას ხოსე ანტონიო ალონსო სუარესს, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივის გარდა  საქართველოში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.


გელა ბეჟუაშვილმა ხოსე ანტონიო ალონსო სუარესს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუღებელია ენერგობერკეტების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.


ამასთანავე ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


ენერგოუსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე გელა ბეჟუაშვილის 23-24 იანვარს გერმანიაში ვიზიტის და გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროსაც. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button