ახალი ამბები

თბილისი და სოხუმი დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ღონისძიებებზე თანხმდებიან

24 იანვარს გალის რაიონში გამართული მოლაპარაკებების დროს ქართული და აფხაზური მხარეები შეთანხმდნენ „გაააქტიურონ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კონფლიქტის ზონაში – და უპირველეს ყოვლისა გალის რაიონში – დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, ნათქვამია შეხვედრაზე მხარეების მიერ ხელმოწერილ ოქმში.


მოლაპარაკებებზე, რომელში საქარველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, გაეროს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებმა და რუსმა სამშვიდობოებმა მიიღეს, გალის რაიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება იქნა განხილული.  


მხარეები შეთანხმდნენ დანიშნონ წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზ და ქართველ სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობას კოორდინაციას გაუწევენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button