
სააკაშვილი „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობაში“ შვედეთის როლზე საუბრობს
საქართველოს იმედოვნებს, რომ შვედეთის მონაწილეობა „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობაში“ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 იანვარს შვედეთის პრემიერ-მინისტრთან იორან პერსონთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
„მნიშვნელოვანია შვედეთის როლი იმ გაერთიანებისთვის, რომელიც საქართველომ და უკრაინამ ბორჯომის დეკლარაციის „დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა“ თანახმად შექმნა… მიგვაჩნია, რომ ამ გაერთიანებაში შვედეთის მონაწილეობა, რომლის შემდეგი შეხვედრაც ბუქარესტში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„საუბარია შავი ზღვის-ბალტიისპირეთის რეგიონის ერთობაზე, ერთიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებაზე და შვედეთი, რა თქმა უნდა, ლიდერია ბალტიისპირეთის რეგიონში. შევედეთის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ენიჭება, რადგან ეს ქვეყანა სხვაგვარ ინერციას მისცემს ფორუმს“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა პერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მზად არის თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყაროს.
This post is also available in: English Русский