skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში წვლილის შეტანა

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, დროა რომ ევროპამ იფიქროს გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რაც საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. 


სააკაშვილმა ეს განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრთან იორან პერსონთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. 


„რუსეთსა და საქართველოს შორის ენერგო პრობლემები მხოლოდ ამ ორ ქვეყანას არ ეხება. ხვალ, ანალოგიური პრობლემის წინაშე შეიძლება ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაც დადგეს… საქართველოს ევროპა სჭირდება, თუმცა ევროპასაც სჭირდება საქართველო“, – განაცხადა სააკაშვილმა.


„საჭიროდ მიგვაჩნია ფორუმის გამართვა ევროპის ენერგეტიკის მინისტრების მონაწილეობით. ჩვენ ამგვარ სამიტს თბილისში ვამზადებთ. ბატონმა პერსონმა დაგვარწმუნა, რომ დახმარებას აღმოგვიჩენს“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button