skip to content
ახალი ამბები

გაზსადენის აღდგენა შეფერხებულია

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში აფეთქებულ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია.


აფეთქების თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა გაზსადენების შედუღება, რადგანაც გაზის კონდენსატმა გამოჟონვა დაიწყო. 


თუმცა, ეს შეფერხების ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის „კავკაზტრანსგაზ“-ის წარმომადგენელმა ვასილი ზინოვიევმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ახალი მილები, რომლებიც დაზიანებული მილების შესაცვლელად მოიტანეს, გამოუსადეგარი გამოდგა.


„უკიდურესად დაბალი ტემპერატურა – მინუს 24 გრადუსი და ძლიერი ქარი ხეობაში – კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას“, – განაცხადა ზინოვიევმა.


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გაზსადენის აღდგენა ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი და სამშაბათიდან უკვე გაზის გაშვება უნდა დაწყებულიყო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button