
ახალი ამბები
რუსეთი ადასტურებს ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქების ფაქტს
რუსმა გამომძიებლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს იმ ადგილას, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ ანძაა განთავსებული ყარაჩაი-ჩერქეზეთში, იტყობინება „ინტერფაქსი“. ამ ხაზის დაზიანების შედეგად საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
„ასაფეთქებელი ნივთიერების სახეობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია“, – განაცხადა ყარაჩაი-ჩერქეზეთის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა აზრეთ-ალი ჯუკაევმა.
ადგილობრივმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ინციდენს „ტერორისტული აქტის“ შეფასება მისცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)