ახალი ამბები

გაზპრომი მზად არის საქართველოს გაზი აზერბაიჯანის გავლით მიაწოდოს

საქართველოში „გაზექსპროტის“ წარმომადგენლის დავით მორჩილაძის ინფორმაციით, რუსული კომპანია „გაზპრომი“ მზად არის აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის რაოდენობა გაუზარდოს, რათა თავის მხრივ აზერბაიჯანმა შეძლოს გაზის საქართველოსთვის მიწოდება.
 
საქართველოსა და სომხეთს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზსადენზე მომხდარი აფეთების შედეგად შეუწყდა.
 
დავით მორჩილაძის განცხადებით, ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის .  
 
მისი თქმით, აქამდე დღე-ღამეში „გაზექსპორტის“ საშუალებით საქართველოში 7 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა, ხოლო ალტერნატიული გაზსადენის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანიდან შესაძლებელი იქნება 4-5 მლნ კუბამერტი აირის მოწოდება.
 
აზერბაიჯანულ მხარესთან ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებებს ქართული მხარე მთელი დღის განმავლობასი აწაროებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button