skip to content
ახალი ამბები

ქართულ–აფხაზური შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო

დღეს გალის რაიონის, სოფელ ჭუბურხინჯში დაგეგმილი ქართულ–აფხაზური შეხვედრა უამინდობის გამო 23 იანვრისათვის გადაიდო. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცნობეს.


უამინდობის გამო შეხვედრაზე გამგზავრება ვერ მოახერხეს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰეიდი ტალიავინიმ, რომელსაც ეკუთვნოდა ამ შეხვედრის გამართვის ინიციატივა. აფხაზური მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უნდა ყოფილიყო.


შეხვედრაზე დაგეგმილი იყო გალის რაიონში შექმნილი ვითარებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button