skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ საქართველოში აშშ-ს ელჩთან ჯონ ტეფტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო  კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.


“ჩვენ არ ვაპირებთ ხელოვნურად ამ [სამშვიდობოებთან დაკავშირებით] ფაქტის გამწვავებას, არც საკითხის გაიოლებას“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ.


ჯონ ტეფტის განცხადებით, სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში ეუთოს როლის გაზრდას, რასაც ქართული მხარე მოითხოვს.


ამ თემაზე გიორგი ხაინდრავა მოლაპარაკებებს გამართავს ასევე ეუთოში აშშ–ს ელჩთან ჯული ფინლთან, რომლის თბილისში ვიზიტიც 20 იანვარს შედგება.


“ჩვენ ვისაუბრეთ ეუთოს როლის შესახებ. სიტუაცია არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯონ ტეფტმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button