skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე: გაყინული კონფლიქტები 2006 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება

12 იანვარს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარე წელს ეუთოს მთავარი პრიორიტეტები იქნება.   


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ 2006 წელი “ახალი შესაძლებლობების“ წელი იქნება ე.წ. “გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების პროცესში.


მან ხაზი გაუსვა “პოზიტიურ მოვლენებს“ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პროგრესის მაგალითი სხვა რეგიონებისთვის, დნესტრისპირეთის საკითხის ჩათვლით.


მან ასევე განაცხადა, რომ 24 იანვარს სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს ვიზიტს, რათა ეუთოს ხელმძღვანელობამ წვლილი შეიტანოს მთიანი ყარაბაღის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაში.


ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთოსთვის მთავარ პრობლემად ევროპის მასშტაბით უსაფრთხოება და სტაბილურობა რჩება, რადგანაც შეუძლებელია ეფექტური და ხანგრძლივი დემოკრატიული ნორმების დამყარება სტაბილურობის გარეშე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button