skip to content
ახალი ამბები

მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი

ქართული მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.


გავრცელებული ინფორმაციით, უქმნდება სახელმწიფო მინისტის ინსტიტუტი. ამჟამად ოთხი სახელმწიფო მინისტრის პოსტი არსებობს.


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კვლავ ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის ადგილზე განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია მოიაზრება.


თანამდებობას დატოვებს იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია და სავარაუდოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. ჯანდაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ზაზა გოროზია შეცვლის.


ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტს უკვე მეორედ რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე დაიკავებს.


საკადრო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი ძალოვან უწყებებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button